- aiCONTENT
- სტანდარტული ვიდეო არის დასრულებული ვერტიკალური სარეკლამო ვიდეო, 15–30 წამი: ერთი კონცეფცია ან შეთავაზება, მონტაჟი, სუბტიტრები, ლოგო და მცირე შესწორებების ერთი გაერთიანებული რაუნდი. რაოდენობა დათვლილია თითო ვიდეოზე 150 ₾-ით. 300 ₾-იანი ვიდეო ორი სტანდარტული ვიდეოს ბიუჯეტს იყენებს. ფორმატების კომბინაციას წარმოებამდე ვათანხმებთ — ყველა ფორმატი 150 ₾ არ ღირს.
- aiADS
- კამპანიების გამართვა და მიმდინარე მართვა პაკეტის კამპანიებისა და არხების ფარგლებში. რეკლამის განთავსების ბიუჯეტი ცალკეა. ვიდეოების წარმოება aiCONTENT-ის ბიუჯეტს იყენებს.
- aiCHATS
- ავტომატური პასუხები მომხმარებლებს, შენი ბიზნესის დაკავშირებული ინფორმაციისა და კატალოგის საფუძველზე. ითვლება AI პასუხები და არა უნიკალური მომხმარებლები ან საუბრები. საერთო მოცულობა დაკავშირებულ ანგარიშებზე ნაწილდება.
- aiCALL
- შემომავალი ზარების AI-ით დამუშავება პაკეტის წუთებისა და ერთდროული ზარების ლიმიტის ფარგლებში. გამავალი ზარები ცალკეა — თითო დაკავშირებულ წუთზე 1,50 ₾. ერთჯერადი 150 ₾ მოიცავს ნომრის შეძენასა და საწყის გამართვას.
- aiWEB Care
- არსებული ვებსაიტის მოვლა და მცირე ცვლილებები პაკეტის საათების ფარგლებში. ახალი ვებსაიტი, დიდი ფუნქციები, ჰოსტინგი, დომენი და მესამე მხარის ლიცენზიები ცალკეა. მოვლის ზუსტ მოცულობას ინდივიდუალურად ვათანხმებთ.
- iAI
- ერთი სივრცე მოთხოვნებისთვის, მხარდაჭერილი პროდუქტების პარამეტრებისთვის და ანალიზისთვის. აგენტს პაკეტში ცალკე საფასური არ ემატება. ხელმისაწვდომ ინტეგრაციებსა და მოქმედებებს კონსულტაციაზე ვაზუსტებთ.